|
2022-11-28 14:30:53, 1003 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი - აშშ-ც ეთანხმება ევროკავშირის რჩევას, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადაიგზავნოს
აშშ-ც ეთანხმება ევროკავშირის რჩევას, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი უნდა იყოს წარდგენილი ვენეციის კომისიაში,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის ძალიან მტკიცე რჩევა და რეკომენდაციაა, რომ შემუშავებული კანონპროექტი წარედგინოს ვენეციის კომისიას იმიტომ, რომ გაირკვეს, შეესაბამება თუ არა ის კონკრეტულ გარემოს და სიტუაციას. „ევროკავშირის ძალიან მტკიცე რჩევა და რეკომენდაციაა, რომ შემუშავებული კანონპროექტი წარედგინოს ვენეციის კომისიას იმიტომ, რომ რამდენად შეესაბამება და პასუხობს ის არსებულ სიტუაციას 12 რეკომენდაციის ნაწილით, ზოგადად, საკანონმდებლოდ, ეს მიმართულება არის საკმაოდ კომპლექსური, ახალი და ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეკომენდაციების მოსმენა, თუ რამდენად შეესაბამება ის კონკრეტულ გარემოს და სიტუაციას და სწორედ ამიტომ, აშშ-ც ეთანხმება ევროკავშირის ამ რჩევას, რომ აღნიშნული კანონპროექტი უნდა იყოს წარდგენილი ვენეციის კომისიაში“,- განაცხადა დეგნანმა. შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს, პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭრა, ექვსი კი წინააღმდეგი იყო. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ „დეოლიგარქიზაციის“ კანონის მიღებამდე უნდა იყოს შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)