02:08 - 17 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 10:25:38, 740 ნახვა

სამართალი
იუსტიციის მინისტრმა ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებულები დააჯილდოვა

ყოველწლიური სტუდენტური კონკურსი ევროკავშირის სამართალში დასრულდა. იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებულები დღეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პირადად დააჯილდოვა. მინისტრმა ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიმართ ინტერესი იზრდება – წელს კონკურსში 11 უმაღლესი სასწავლებლის 36 გუნდი, ჯამში, 119 კონკურსანტი მონაწილეობდა.

შეჯიბრების  მიზანი ევროკავშირის სამართლის პოპულარიზაცია და ევროინტეგრაციის პროცესისადმი ინტერესის გაზრდაა. იმიტირებული სასამართლო პროცესის მონაწილეებს კონკურსის ყოველ ეტაპზე შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეღრმავებინათ ცოდნა ევროკავშირის სამართალში და შეეძინათ მომავალი პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. დარეგისტრირებულმა გუნდებმა სპეციალური ტრენინგები გაიარეს; წერილობით ეტაპზე გამოვლენილმა 8 საუკეთესო გუნდმა კი, შეჯიბრება მომდევნო, ზეპირ ეტაპზე გააგრძელა. თითოეული ტური მოსამართლეებისაგან შემდგარმა კოლეგიამ შეაფასა და გამარჯვებულები გამოავლინა.

შეჯიბრების გამარჯვებული თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთა გუნდი გახდა, რომელშიც შედიოდნენ ნიკოლოზ მოსიძე, ბექა ჭყონია, ლუკა ავაზაშვილი. იმიტირებული სასამართლო პროცესის საუკეთესო გამომსვლელი გახდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლუკა წიკლაური.

ღონისძიებაში მონაწილე გუნდებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ, გამარჯვებული გუნდი კი,  იუსტიციის სამინისტრომ სიმბოლური საჩუქრებითა და ევროკავშირის სამართლის შესახებ სასწავლო სახელმძღვანელოთი დააჯილდოვა. სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ  საუკეთესო წერილობითი პოზიციის ავტორი და ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები.

2022 წლის შეჯიბრება  საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და IRZ-ის მჭიდრო თანამშრომლობით ჩატარდა.

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსთაველზე სპეცრაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა - ვიდეო
აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, პუბლიკას და ტაბულას ჟურნალისები სცემეს - ვიდეო
თბილისში განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ს რეაქცია
თბილისში საპროტესტო აქციას ევროპარლამენტარები ეხმაურებიან

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics