|
2022-06-06 12:30:26, 1654 ნახვა
ომი უკრაინაში
გაიდაი - სევეროდონეცკში ვითარება გარკვეულწილად გაუარესდა
ლუგანსკის რეგიონში ვითარება გარკვეულწილად გაუარესდა,- ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა. გაიდაის თქმით, ოკუპანტები ინტენსიურად უტევენ სევეროდონეცკს და ლისიჩანსკს. „ბრძოლები, შეიძლება ითქვას, დინამიურად მიმდინარეობს: ჩვენმა დამცველებმა შეძლეს კონტრშეტევის განხორციელება, მათ გაათავისუფლეს თითქმის ნახევარი ქალაქი. თუმცა, ახლა ჩვენთვის ისევ ცოტათი გაუარესდა სიტუაცია“, - განაცხადა გაიდაიმ. გარდა ამისა გაიდაიმა ასევე აღნიშნა, რომ ლუგანსკის რეგიონის მრავალი ქალაქის მდგომარეობა ახლა მარიუპოლს ჰგავს: ქალაქი შასტიეს 90%-ი , პოპასნას 80%-ი და რუბიჟნე განადგურებულია. „ახლა ანგრევენ სევეროდონეცკს და პარალელურად ლისიჩანსკს. მათ აქვთ ერთი ტაქტიკა - წაშალონ ყველაფერი დედამიწიდან, რათა არ იყოს რაიმე დასაყრდენი. ისინი ყველაფერს ანადგურებენ: საცხოვრებელ კორპუსებს, ჰუმანიტარული დახმარების ცენტრებს. გუშინწინ უბრალოდ გვესროლეს. 30-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს შენობაზე, სადაც ჰუმანიტარული შტაბი გვქონდა, სადაც ხალხს შეეძლო, ევაკუაციის შესახებ გაეგო“, - განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა. გაიდაის თქმით, სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში დაახლოებით 15000 მოსახლე რჩება. ამავდროულად, მუდმივი დაბომბვის გამო, სევეროდონეცკიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
გორდულაძე - ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები - გაღიზიანებული ვინცაა ეტყობა
სეს: დარღვევების გამო, "კნატუნას" საწარმოო პროცესი შეუჩერდა
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა 23 უნივერსიტეტში - გაიგე, სად შეგიძლია მოიპოვო სწავლის დაფინანსება
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)