|
2022-05-31 21:41:15, 1493 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა სევეროდონეცკში ქიმიური ქარხანა ააფეთქეს
ოკუპანტებმა საჰაერო იერიში სევეროდონეცკზე მიიტანეს. - განაცხადა ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ. მისივე თქმით, ოკუპანტებმა ქიმიურ ქარხანაში, აზოტის მჟავის ავზი ააფეთქეს. "აზოტის მჟავა საშიშია ჩასუნთქვის, გადაყლაპვის და კანთან და ლორწოვან გარსებთან შეხებისას. მჟავა ორთქლი აღიზიანებს სასუნთქ გზებს. მოამზადეთ სოდიანი ხსნარით გაჟღენთილი დამცავი სახის ნიღბები თვალებზე ადგილობრივად გამოყენებისას აზოტის მჟავა იწვევს ძლიერ დაზიანებას, მხედველობის დაკარგვას". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)