10:21 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-31 11:26:08, 3223 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური - მარაგების პრობლემების გამო, რუსებმა ისევ ძაღლების ჭამა დაიწყეს

მარაგებისა და მიწოდების პრობლემების გამო, რუსმა დამპყრობლებმა ისევ ძაღლების ჭამა დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ამ ფაქტს მოწმობს ოკუპანტებს შორის მიმოწერა, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა მოიპოვა და გაასაჯაროვა. 

„მომარაგების პრობლემების გამო რუსმა დამპყრობლებმა კვლავ დაიწყეს ძაღლების ჭამა, ამას მოწმობს რუსი დამპყრობლის მიმოწერა, რომელიც SBU-მ მოიპოვა... დამპყრობლის თქმით, მათ საკვები არ აქვთ, რადგან არ არის ლოგისტიკა ჯარში და პროდუქციის მიწოდება უბრალოდ შეუძლებელია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics