|
2022-05-30 21:37:49, 1725 ნახვა
ომი უკრაინაში
საფრანგეტის საგარეო საქემთა მინისტრი - მხარს ვუჭერთ უკრაინამ EU-ს კანდიდატის სტატუსი მიიღოს
საფრანგეთი მხარს უჭერს, რომ უკრაინამ პროცედურების სწრაფად გავლით მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთმა მინისტრმა კატერინა კოლონიმ. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში გეგმავს ვოლოდიმირ ზელენსკთან საუბარს, რადგან "ევროპული პოლიტიკური სივრცე" შეიქმნას. "გვსურს, შემოგთავაზოთ თანამშრომლობის გარანტიების გასაძლიერებლად, ევროკავშირის ფარგლებში "ევროპული სივრცის" შექმნა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ არის ქვეინსტიტუცია ან ალტერნატივა, არამედ მხოლოდ დამატებითი მექანიზმია - სოლიდარობისა და კოორდინაციის ინსტრუმენტი, რომელიც ევროპულ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. განვაგრძობთ იდეის განხილვას პრეზიდენტ ზელენსკისთან". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)