|
2022-05-28 02:34:53, 1537 ნახვა
სამართალი
სტრასბურგის სასამართლოში 2013 წლის შემდეგ პატიმრების საჩივრები აღარ შესულა
„2013 წლიდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საქართველოდან პატიმრების არცერთი განცხადება არ მიუღია", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას, სადაც მას ინტერპელაციის წესით მოუსმინეს. რატი ბრეგაძის თქმით, ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის განმტკიცების მიზნით და უწყება კვლავ აქტიურად აგრძელებს მუშაობას პენიტენციური სისტემის რეფორმირების მიმართულებით. „თუმცა, ჩვენ შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ ყველაფერი იდეალურადაა. სწორედ ამიტომ დაიწყო მუშაობა პატიმრობის ახალ კოდექსზე, რათა დავინახოთ ყველა ის ხარვეზი, რაც არსებობს და ერთად აღმოვფხვრათ", – მიმართა იუსტიციის მინისტრმა ოპოზიციას და პატიმრობის ახალ კოდექსზე მუშაობაში მონაწილეობა შესთავაზა. იუსტიციის მინიტრმა ამომწურავად ისაუბრა ადამიანის უფლებებზე მორგებულ ცვლილებებზე, რაც ბრალდებულების/მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)