|
2022-05-20 13:27:29, 1676 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - ყველა რუსი ოლოგარქი უნდა დასანქცირდეს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ ნებისმიერი პრორუსი ოლიგარქი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, სანქციების სიაში უნდა იყოს, . ეს განცხადება პოდოლიაკმა რადიო მაესტროსთან საუბრისას გააკეთა. პოდოლიაკის თქმით, ივანიშვილი ფულს რუსეთში შოულობს, რაც იმას ნიშნავს რომ ივანიშვილი უკრაინაში ომის და უკრაინელი ხალხის მკვლელობის სპონსორია.
"ნებისმიერი პრორუსი ოლიგარქი, განურჩევლად მისი ეროვნებისა, სანქციების სიაში უნდა იყოს. საქართველოში არის ივანიშვილი, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვიცით, რომ ეს ადამიანი რუსეთის ფედერაციაში შოულობს ფულს, ჩვენთვის ეს მიუღებელია, ეს ჩვენი საჯარო პოზიციაა, რომელიც აბსოლუტურად არგუმენტირებულია, რადგან ყველა, ვინც ფულს შოულობს რუსეთის ფედერაციაში, სინამდვილეში უკრაინაში ომის და უკრაინელი ხალხის მკვლელობის სპონსორები არიან. ვისურვებდი ყველას ესმოდეს, მათ შორის სუბიექტებს, რომლებიც გაბრაზებული და შეურაცხყოფილი რიტორიკით საუბრობენ, გააცნობიერონ, რომ ადრე თუ გვიან, ომის შემდეგ, ოლიგარქთან ერთად უკრაინაში ჩადენილი ყველა დანაშაულის თანადამფინანსებლად შეფასდებიან. დანაშაულები, რომლებიც კიევის ოლქში იყო ჩადენილი, მასობრივი გაუპატიურებები და ბავშვების დახოცვა, ყველაფერი იმათი პასუხისმგებლობა იქნება, ვინც ამა თუ იმ ფორმით, რუსეთის ფედერაციასთან ერთად ფულს აკეთებენ. ამის უარყოფა რთულია. საერთოდ საუბარი რატომ უნდა იმაზე, რომ რუსეთს უფლება აქვს რამე გაყიდოს, რატომ უნდა იყოს საერთოდ საუბარი რუსეთთან ბიზნესურთიერთობებზე, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ხომ ძალიან რთულია, მათ შორის ბატონი ივანიშვილისთვისაც?! ამიტომ, უწევთ ემოციური, შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება, რომელიც მათ არშემდგარობაზე მეტყველებს", - განაცხადა პოდოლიაკმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)