16:47 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-19 12:17:02, 1639 ნახვა

ომი უკრაინაში
არესტოვიჩი - უკრაინა არ წავა კომპრომისზე რუსეთთან და არ დათმობს ტერიტორიების ნაწილს შერიგებისთვის

უკრაინა არ წავა კომპრომისზე რუსეთთან და არ დათმობს ტერიტორიების ნაწილს შერიგებითვის, დამპყრობლები უნდა გაქრნენ ქვეყნიდან,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა.

არესტოვიჩის თქმით, ახლა რუსეთთან რაიმე შერიგებაზე საუბარი არ უნდა იყოს.

„შერიგების ერთადერთი ვარიანტია რუსეთის კაპიტულაცია, ჯარების გაყვანა და საუბარი კომპენსაციაზე. ეს არის სახელმწიფო ხელმძღვანელობის პრინციპული პოზიცია", - განაცხადა არესტოვიჩმა.

გარდა ამისა, არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ მსგავს პირობებზე არაერთხელ ისაუბრეს როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ასევე დიპლომატიამ. გარდა ამისა, ეს არის უკრაინის პარტნიორების - დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ფუნდამენტური მოთხოვნები.

„ევროპაში მეოცნებეებს აქვთ დრო, წარმოიდგინონ, რამდენად ბუნდოვანია ყველაფერი, მაგრამ ეს არ მოხდება, გარდა რუსეთის სამხედრო დამარცხებისა და ყველა მტრის ჯარისკაცის უკრაინიდან განდევნისა. არ იქნება ვარიანტი, სადაც რუსებს აქ დარჩენის ნებას დავრთავთ. ცალკეულმა ქვეყნებმა შეიძლება სცადონ მოლაპარაკება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რა მრავალმხრივი პროცესები მიმდინარეობს ევროპაში. ისინი ხანდახან ყოყმანობენ, რადგან ეს არის ევროპული პოლიტიკის სკოლა“,- დასძინა არესტოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, რუსეთის ფედერაცია დილით უკრაინაში შეიჭრა, რასაც „სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უწოდა. რის შემდეგაც დასავლეთის მთელმა რიგმა ქვეყნებმა, კერძოდ კი შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს უკრაინას, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დააწესებითა და იარაღის მიწოდებით დახმარებოდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა, მას 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics