|
2022-05-19 11:50:41, 1670 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის საგარეო - 900-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი აზოვსტალიდან წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს
900-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც მარიუპოლში, აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში ჩაბარდნენ, წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს სპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, ორი დღის განმავლობაში სულ 959 უკრაინული ჯარისკაცი, მათ შორის 51 მძიმე ჭრილობებით, ჩაბარდა. გარდა ამისა, ზახაროვამ ასევე დაადასტურა, რომ დაშავებულები მკურნალობენ ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ხოლო დანარჩენები ოლენივკაში წინასწარი დაკავების ცენტრში გაგზავნეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, უკრაინულ მხარეს ჯერ არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე განაცხადა, რომ აზოვსტალიდან ევაკუაციის პროცესი გრძელდება და მასში ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო შუამავლები ჩაერთნენ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)