|
2022-05-16 13:39:16, 1818 ნახვა
ომი უკრაინაში
არესტოვიჩი - რუსეთმა პოპასნას, ხერსონისა და ლუგანსკის საზღვართან მისასვლელად ჯარის მესამედი დაკარგა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განაცხადებით, რუსეთმა ჯარის მესამედი დაკარგა იმაშიკ, რომ პოპასნაია, ხერსონი აეღო და ლუგანსკის ოლქის საზღვრამდე მიეღწია. მისი თქმით, ოკუპანტებს შეუძლიათ რომელიმე ორი სოფლის აღება, თუმცა ეს არაფერს შეცვლის, რადგან მათ უკვე წააგეს. "მათ კიდევ რომელიმე 2 სოფლის აღება შეუძლიათ. ეს არაფერს შეცვლის, მათ აქ წააგეს... ევროკავშირს, ჩინეთსა და აშშ-ს შორის "მეოთხე ძალა" გაჩნდა და ეს ყველაფერი პოპასნაიას აღებით დასრულდა. რუსული ჯარის მესამედი განადგურებულია, რუსეთის არმიის მესამედო პოპასნაიას და ხერსონის აღებას შეალიეს. ასევე, ლუგანსკის ოლქის საზღვართან მისვლას. ასე არ გამოვა. უბრალოდ ვიცი იქ როგორი თავდაცვა გვაქვს, ვერ გაივლიან, არ ექნებათ საკმარისი ძალა და საშუალება, როგორც არ უნდა გადაისროლონ ეს უბედური რეზერვისტები, რომელსაც იქ იძახებენ, მოამზადეს – გადაისროლეს. მომზადებას მხოლოდ 4 დღე დაუთმეს, სულ ეს არის. სრული კრახია. ჩვენი კი მათ მარცხს გავაძლიერებთ, როდესაც კონტრშეტევაზე გადავალღ. ამიტომ მათ შეუძლიათ კიდევ ორი სოფლის აღება, ეს კი არაფერს შეცვლის, ასე რომ ჩვენ დავბრუნდებით სახლში, ყირიმისა და დონბასის ჩათვლით". - თქვა არესტოვიჩმა.
ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)