|
2022-05-14 22:07:12, 1957 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკან დაიხია რუსული ჯარები იზიუმის მიმართულებით
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა კონტრშეტევა მიიტანეს რუს ჯარებზე იზიუმის მიმართულებით და უკან უბიძგეს მინიმუმ 10 კმ-ით. ოკუპანტები რომელიც იმყოფებოდნენ პოდვისოკიში, მასიურად გადანაწილებულია გოროხოვატკაში. ამის შესახებ, ბოროვსკის სოფლის საბჭომ განაცხადა. „ალბათ, ეს გამოწვეულია უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის შედეგად ფრონტის ხაზის გადაადგილებით: ღამით და დილით ძლიერი აფეთქებები ისმოდა პოდვისოკოედან, ბუგაევკადან, კუნიედან“, - ნათქვამია შეტყობინებაში. როგორც სოფლის საკრებულოში დაამატეს, თემში მუდმივად იცვლება მტრის ჯარების ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის რაოდენობა. აღნიშნულია, რომ დამპყრობლები დონბასის მიმართულებით მოძრაობენ და მტრის ძალების ნაწილი შემდეგ ბოროვაიას გავლით კუპიანსკის მიმართულებით დაზიანებული ტექნიკით ბრუნდება. ამავდროულად, რუსული სამხედრო და ტექნიკის ნაწილი კვლავ აგრძელებს კონცენტრირებას თემის დასახლებებში და ადგილობრივ ტყეებში. ქალაქ ხარკოვის მერმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომ რუსმა ოკუპატებმა ხარკოვის შტურმი ვერ შეძლეს. " რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის შტურმი ვერ შეძლეს. მტრის ჯარები ტოვებენ ქალაქის გარეუბნებს და რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ მიემართებიან" - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)