|
2022-05-13 16:21:53, 2737 ნახვა
სამართალი
ხუთი მოქმედი მოსამართლე სასამაართლოების შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებებს ასაჩივრებს
საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი მოქმედი მოსამართლე ასაჩივრებს. მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, ეკა არეშიძე, თამარ ხაჟომია და მამუკა წიკლაური კანონში რამდენიმე ნორმის კონსტიტუციურობაზე - მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაზე დავობენ. მოსარჩელეთა განმარტებით, კანონის მოთხოვნა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შესახებ საკანონმდებლო განუსაზღვრელობის პირობებში წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან, რომელიც აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლებას იცავს. „მოსარჩელეები მიიჩნევენ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის საკანონმდებლო განუსაზღვრელობის პირობებში მოსამართლის გამოხატვის უფლების შეზღუდვას პოლიტიკური ნეიტრალურობის პრინციპის დარღვევით. გასაჩივრებული ნორმით იზღუდება გამოხატვის ნებისმიერი, ყველა ფორმა, თუ საშუალება, იქნება ეს სოციალურ ქსელში რუსეთის მიერ უკრაინისა თუ საქართველოს ოკუპაციისა და ომის საწინააღმდეგო ტექსტური, სიმბოლური, აუდიო, ვიდე ან ფოტო გამოხატვა, ასევე მოწყვლადი, თუ უმცირესობების ჯგუფების ან სხვათა სოციალური სოლიდარობის აქციაში მონაწილეობა. გასაჩივრებული ნორმები უკვე მოქმედებს, შესაბამისად, მოსარჩელეთა გამოხატვის უფლება უკვე შეზღუდულია. ის გარემოება, რომ გამოხატვის უფლების დარღვევის საფუძვლით არ არის დაწყებული დისციპლინური ან სხვა პროცედურები, არ ნიშნავს, რომ თავად უფლება არ არის შეზღუდული“, - აღნიშნულია სარჩელში. გარდა ამისა, როგორ მოსამართლეები აღნიშნავენ, რომ გასაჩივრებული ნორმებით საერთოდ არ არის გათვალისწინებული მივლინებას დაქვემდებარებული მოსამართლის შერჩევის კრიტერიუმები, რაც შესაძლებელს ხდის, ნებისმიერი მოსამართლე ნების გარეშე მივლინებას დაექვემდებაროს. აღიშნული სარჩელი 9 ნორმას ეხება, მოსამართლეების თქმით, სადავო ნორმები "საერთოდ არ ითვალისწინებს მოსამართლის ნებას და ეფექტურ ჩართულობას მის მიმართ გადაწყვეტილები მიღების პროცესში", რაც მოსამართლის საქმიანობაში ჩარევასა და თვითნებური გადაწყვეტილების მიღებას რისკის ქვეშ აყენენებს. „სადავო ნორმის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიღოს მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების/უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება „სხვა ობიექტური გარემოებების” არსებობის შემთხვევაში. ამასთანავე, საბჭო უფლებამოსილია, მოსამართლის თანხმობის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის მივლინების ვადის გაგრძელების შესახებ”,- ნათქვამია განცხადებაში. კანონში შეტანილი ცვლილებები ასევე ეხება მოსამართლის სურვილის გარეშე, მის ერთი ინსტანციიდან მეორეში გადაყვანას, ანუ დაქვეითებას, რაც მანამდე არსებული წესით დაუშვებელი იყო. „მთელი ამ პროცესის შედეგად, კანონმდებელმა სხვა სასამართლოში მივლინების/სხვა მოსამართლისათვის უფლებამოსილების დაკისრების წესში ცვლილების შეტანით მნიშვნელოვნად შეასუსტა ის გარანტიები, რომელიც მოსამართლეებს, როგორც საჯარო თანამდებობის პირებს, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით აქვთ უზურნველყოფილი. ამასთანავე, გააჩინა განცდა, რომ მიღებული ცვლილები მიზნად ისახავს არასასურველი პოზიციის გამჟღერებელ, „ურჩ” მოსამართლეებზე გავლენის მოხდენას. მიუხედავად იმისა, რომ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, სხვა სასამართლოში მივლინება დისციპლინური სახდელის სახეს არ წარმოადგენს, უფლებაში ჩარევის ინტენსივობის გათვალისწინებით, მაინც შეგვიძლია ამგვარი გადაადგილება სადამსჯელო ღონისძიებად მივიჩნიოთ“,- წერია სარჩელში. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლოს 2022 წლის 11 აპრილს წარედგინა, ტექსტი კი ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა. ახალი წესით, მოსამართლეთა დისციპლინური დევნის დასაწყებად საკმარისი იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 8 წევრის თანხმობა, 10-ის ნაცვლად. ასევე, საბჭოს უფლება ექნება, ერთზე მეტი დისციპლინური სასჯელი დააკისროს მოსამართლეს, დისციპლინური დევნის დაწყებისთანავე ჩამოაშოროს საქმეების განხილვას და მისი თანხმობის გარეშე, 1 წლის ნაცვლად, 3 წლით გაუშვას სხვა სასამართლოში მივლინებით. ამავე ცვლილებებით, შესაძლებელი ხდება იუსტიციის საბჭოს წევრების ზედიზედ ორი ვადით არჩევა. კანონის ახალ რედაქციას, საქართველო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი 13 იანვარს მოაწერა, მიუხედავად იმისა, რომ მისი განცხადების თანახმად, საკანონმდებლო ცვლილებები გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენდნენ. ამასთან შესატან ცვლილებებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანიც გამეხმაურა. ახალი წესით, მოსამართლეთა დისციპლინური დევნის დასაწყებად საკმარისი იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 8 წევრის თანხმობა, 10-ის ნაცვლად. ასევე, საბჭოს უფლება ექნება, ერთზე მეტი დისციპლინური სასჯელი დააკისროს მოსამართლეს, დისციპლინური დევნის დაწყებისთანავე ჩამოაშოროს საქმეების განხილვას და მისი თანხმობის გარეშე, 1 წლის ნაცვლად, 3 წლით გაუშვას სხვა სასამართლოში მივლინებით. ამავე ცვლილებებით, შესაძლებელი ხდება იუსტიციის საბჭოს წევრების ზედიზედ ორი ვადით არჩევა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)