|
2022-05-13 11:11:03, 1977 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - კრემლი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, რაც კლასიკური ფარისევლობაა
აქამდე კრემლი ნატო-ს წინააღმდეგ იყო, ევროკავშირის წინააღმდეგ კი არა, ახლა კი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგაც გამოდის,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს. პოდოლიაკის თქმით, რუსეთის ეს ქმედება კლასიკური ფარისევლობაა. „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსკოვის ნებისმიერი სიტყვა არ ღირს არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ საუბრის დროსაც. სასიხარულო ამბავი ის არის, რომ მსოფლიოს აღარ აინტერესებს ბარბაროსებისა და მარადიორების აზრი“,-განაცხადა პოდოლიაკმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უახლოს მომავალში უკრაინა აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. „ჩემი აზრით, ნათელია, რომ ეს არ მოხდება ხვალ, მაგრამ უკრაინა ნატო-ს წევრები იქნება. ამიტომ, მინდა, მივმართო ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს და ამაზე ჯო ბაიდენთანაც ვისაუბრეთ: უნდა გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა და მეტი გავაკეთოთ ასპირანტი ქვეყნებისთვის. ვიდრე ისინი არ არიან წევრები, მეტად უნდა დავეხმაროთ მათ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში, რეფორმების გატარებასა და კორუფციასთან ბრძოლაში“- აღნიშნა სტოლტენბერგმა
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)