|
2022-05-12 11:25:11, 2635 ნახვა
ომი უკრაინაში
სუმის ოლქში უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულის გამო პირველ რუს სამხედროს გაასამართლებენ
სუმის ოლქში უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულის გამო პირველ რუს სამხედროს გაასამართლებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა Facebook-ზე ავრცელებს. ვენედიქტოვას ცნობით, პირველი რუსი სამხედრო, რომელიც სასამართლოს წინაშე წარსდება სუმის რეგიონში სამოქალაქო მოქალაქის მკვლელობისთვის ვადიმ შიშიმარინია. გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 28 თებერვალს ამ 21 წლის რუსმა ჯარისკაცმა მოკლა სუმის რაიონის სოფელ ჩუპახივკას უიარაღო მცხოვრები, რომელიც ველოსიპედით გზაზე მიდიოდა. „მანამდე კოლონამ, რომელშიც სერჟანტი შიშიმარინი იმყოფებოდა, გაანადგურა ჩვენი კოლონა. გაქცევისას მან და სხვა ოთხმა კოლეგამ ცეცხლი გაუხსნეს კერძო მანქანას და წაართვეს. მოპარულ მანქანაზე, რომელსაც ბორბლები დაცხრილული ჰქონდა, მესაზღვრეები სოფელში შევიდნენ. გზაში მათ დაინახეს მამაკაცი, რომელიც სახლში ბრუნდებოდა და ტელეფონზე საუბრობდა. ერთ-ერთმა სამხედრომ სერჟანტს უბრძანა მოეკლა მშვიდობიანი მოქალაქე, რათა უკრაინელ დამცველებსთვის არ ეცნობებინა. მან მანქანის ღია ფანჯრიდან კალაშნიკოვის ავტომატიდან რამდენჯერმე ესროლა 62 წლის მსხვერპლის თავში. მამაკაცი სახლიდან რამდენიმე ათეულ მეტრში ადგილზე გარდაიცვალა,“- წერს ირინა ვენედიქტოვა ეჭვმიტანილი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. პროკურორებმა და გამომძიებლებმა შეაგროვეს საკმარისი მტკიცებულებები მისი მონაწილეობის შესახებ ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევაში განზრახ მკვლელობასთან ერთად (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ამ ქმედებებისთვის მას ციხე ან უვადო თავისუფლების 10-დან 15 წლამდე აღკვეთა ემუქრება.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)