|
2022-05-06 11:23:49, 939 ნახვა
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHღ) დირექტორს - მატეო მეკაჩის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში განხორციელებულ იმ რეფორმებსა და ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარებას, ასევე, გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას უზრუნველყოფს. მხარეებმა განიხილეს საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის გამიჯვნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები. ალექსანდრე დარახველიძემ და მატეო მეკაჩიმ ასევე ისაუბრეს სამინისტროსა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHღ) შორის თანამშრომლობის საკითხებზე. „მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ეუთოს ინსტიტუტებთან ურთიერთობა და მომავალში აღნიშნული თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში - ქეთევან ციხელაშვილი, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHღ) დირექტორის წარმომადგენელი ვენაში, სპეციალური მრჩეველი - პეტერ მოსოპი და სამართლებრივი საკითხების ოფიცერი- კარინ სიმონსენი.”- აღნიშნულია უწყების ინფრომაციაში.
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)