|
2022-05-05 11:16:10, 1207 ნახვა
სამართალი
ტრეფიკინგის საკითხებზე მომუშავე პროკურორების, მოსამართლეების და გამომძიებლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერითა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე უწყების - იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე მომუშავე პროკურორების, მოსამართლეებისა და გამომძიებლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, პროკურორებმა, მოსამართლეებმა და გამომძიებლებმა საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) კუთხით არსებული მდგომარეობა, მიღწევები და გამოწვევები განიხილეს. „სამუშაო შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა იმსჯელეს სექსუალური ექსპლუატაციისა და შრომითი ექსპლუატაციის, მათ შორის, ბავშვთა მიერ მოწყალების თხოვნაში ჩაბმის შემთხვევების პრევენციის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში საქმის განხილვის პრაქტიკულ ასპექტებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომისა და ეფექტიანი მხარდაჭერის საკითხებს. ასევე, სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე. აქცენტი გაკეთდა უწყებებს შორის კოორდინირებული საქმიანობისა და მულტისექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. შეხვედრის დასასრულს, პროკურორებმა, მოსამართლეებმა და გამომძიებლებმა, მზაობა გამოთქვეს მომავალში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი სამუშაო შეხვედრების გაგრძელების თაობაზე. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტს წარმოადგენს. უწყება ადამიანით მოვაჭრეების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო მსოფლიოს მასშტაბით პირველ საფეხურზეა. 190 შეფასებულ ქვეყანას შორის საქართველო ერთ-ერთია, რომელიც ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს და ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს მუდმივ რეჟიმში აგრძელებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)