16:28 - 23 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-02 12:47:53, 1787 ნახვა

მსოფლიო
დანია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც კოვიდ-19-ის ვაქცინაციის კამპანია დროებით შეაჩერა

დანია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც გამოაცხადა COVID-19 ვაქცინაციის პროგრამის დროებითი შეჩერება, იმუნიზაციის მაღალი მაჩვენებლებისა და ინფექციების შემცირების გამო.

ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ 15 მაისის შემდეგ მოქალაქეები COVID-ის ვაქცინაციაზე აღარ იქნებიან მიწვეული.

დანიის ჯანდაცვამ ასევე გამოაქვეყნა დამატებითი ზომები ქვეყანაში COVID-ის შეზღუდვების შესამსუბუქებლად. ეს ეხება ნიღბის ტარების და მოხუცების მოვლის წესებს.

საავადმყოფოებში მოთავსებულ პაციენტებს ტესტირება ჩაუტარდებათ მხოლოდ ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში.

დანიის ჯანდაცვის ორგანოს მონაცემები აჩვენებს, რომ 20 აპრილის მდგომარეობით, 12 წელზე უფროსი ასაკის დანიელების 89% სრულად იყო ვაქცინირებული, ხოლო 76% -მა მიიღო გამაძლიერებელი. 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების დაახლოებით 37% ასევე სრულად არის აცრილი.

დანიის ჯანდაცვაში აცხადებენ, რომ ადამიანებს სურვილის შემთხვევაში კვლავ შეუძლიათ გაზაფხულზე და ზაფხულში ვაქცინაცია. გარდა ამისა, მეორე გამაძლიერებელი ვაქცინა სთავაზობენ მათ, ვინც იმუნოკომპრომეტირებულია ან მძიმე ავადმყოფობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო საქმის განხილვა 26 ოქტომბერს გაგრძელდება
განსაკუთრებით დიდი ოდენობის კორუფციაზე დაჭერილ მაღალჩინოსან მიქაუტაძეს რეჟიმმა საპროცესო გაუფორმა
რუსთაველის თეატრთან დატბორვა არ უკავშირდება გამზირის სარეაბილიტაციო პროცესს – GWP
რუსეთმა სამხედრო ტყვეების ახალი გაცვლის შესახებ 270 270-ის ფორმულით გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics