16:40 - 23 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 12:49:50, 1529 ნახვა

მსოფლიო
ოკუპირებულ დნსეტრისპირეთში ვითარება იძაბება - სანდუმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ დნესტრისპირეთში დაძაბული ვითარების გამო უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს.
ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობა მის ტერიტორიას მასობრივად ტოვებს. - ამის შესახებ ტელეგრამ არხები იუწყებიან. მათივე ცნობით, საყოველთაო პანიკის მიზეზია შესაძლო მობილიზაციისა და დიდი ომის შიში.

დონეცკის არაღიარებული ე.წ რესპუბლიკის ხელმძღვანელმა პუშირინმა განაცხადა, რომ დონეცკის ოლქის საზღვრების დაკავების შემდეგ ჯერი დნესტრისპირეთზეც მიდგება. სეპარატისტმა განაცხადა, რომ ოკუპირებული დნესტრისპირეთი დაიბომბება.

თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქება დილის 06:40 და 07:05 საათზე მოხდა. განადგურებულია ერთი და 0,5 მეგავატის მქონე სიმძლავრის ანტენები.

კომპლექსი მდებარეობს სოფელ მაიაკში, გრიგორიოპოლის რაიონში, რომელიც აშენდა სპეციალურად ამ ობიექტის მომსახურებისთვის და უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 10 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე მდებარეობს.

როგორც მედია წერს, ეს სტრატეგიული ობიექტი აშენდა საბჭოთა კავშირის დროს და მოკლეტალღური რადიო სიხშირის გადაცემისთვის გამოიყენებოდა.

მედიის ცნობით, აღნიშნული გადამცემები რუსული რადიოს გადასაცემად გამოიყენებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო საქმის განხილვა 26 ოქტომბერს გაგრძელდება
განსაკუთრებით დიდი ოდენობის კორუფციაზე დაჭერილ მაღალჩინოსან მიქაუტაძეს რეჟიმმა საპროცესო გაუფორმა
რუსთაველის თეატრთან დატბორვა არ უკავშირდება გამზირის სარეაბილიტაციო პროცესს – GWP
რუსეთმა სამხედრო ტყვეების ახალი გაცვლის შესახებ 270 270-ის ფორმულით გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics