|
2022-04-26 10:16:26, 1671 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ყოველდღე უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გავხადოთ აუტანელი ოკუპანტების უკრაინაში ყოფნა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სახელმწიფოს რუსეთისგან გათავისუფლება, მხოლოდ დროის საკითხია. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა Facebook- ზე გამოქვეყნებულ საღამოს მიმართვაში ისაუბრა. ზელენსკიმ დასძინა, რომ რუსეთს შეუძლია დახარჯოს უზარმაზარი რესურსები ომის მხარდასაჭერად და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის წინააღმდეგობის გასაწევად. მისი აზრით, რუსეთი მზადაა საკუთარი ქვეყნის გასავითარებლად საჭირო პოტენციალ მეზობლების განადგურებისთვის გამოიყენოს. „ისტორიის გაკვეთილები კარგად არის ცნობილი. თუ თქვენ აპირებთ ათასი წლის რაიხის აშენებას, წააგებთ. თუ აპირებთ მეზობლების განადგურებას, წააგებთ. თუ გსურთ ძველი იმპერიის აღდგენა, თქვენ წააგებთ. წააგებთ და თუ უკრაინელებს დაუპირისპირდებით, წააგებთ აშკარაა, რომ ყოველდღე - და განსაკუთრებით დღეს, როდესაც ჩვენი წინააღმდეგობის მესამე თვე დაიწყო - უკრაინაში ყველას აწუხებს მშვიდობის საკითხი. როდის დასრულდება ეს ყველაფერი. როდის და რა შეიძლება იყოს უკრაინის გამარჯვება.ამ კითხვაზე არ არსებობს მარტივი პასუხი როდესაც გამარჯვება იქნება, ყველა იგრძნობს ამას. როცა მშვიდობა მოვა, ყველა დაინახავს. მაგრამ ეს რომ მოხდეს - და უფრო სწრაფად მოხდეს - არ უნდა დაფიქრდეთ, როდის და რა იქნება, ჩვენ ყოველდღე უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ოკუპანტების ჩვენს მიწაზე ყოფნა კიდევ უფრო აუტანელი“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ომის პროცესში არსებულ წინსვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინულმა არმიამ 931 დასახლების დეოკუპაცია შეძლო.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)