|
2022-04-20 17:25:32, 1747 ნახვა
ომი უკრაინაში
გაეროს ლტოლვილთა სააგენტო - უკრაინა ხუთ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა
უკრაინა ხუთ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ავრცელებს. მათივე თქმით უკრაინიდან გაქცეულთა უმრავლესობა მეზობელ პოლონეთში გაემგზავრა, სხვები კი უნგრეთში, სლოვაკეთში, რუმინეთში, მოლდოვაში, რუსეთსა და ბელორუსიაში. „ხუთ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა უკრაინა თებერვლის ბოლოს რუსული შემოჭრის დაწყების შემდეგ. 5,012,708 რეგისტრირებული ლტოლვილის გარდა, სულ მცირე შვიდი მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებული იყო უკრაინაში, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი სახლები“. - განაცხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ აპრილის დასაწყისის ბოლო მოხსენებაში . შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)