|
2022-04-19 21:44:50, 2006 ნახვა
ომი უკრაინაში
დიდი ბრიტანეთი - ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის იზოლაციაში მოქცევას
ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის იზოლაციაში მოქცევას - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის ფინანსთა მდივანი, ლუსი ფრეიზერი . მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი მოსკოვის საფონდო ბირჟისთვის "აღიარებულის" სტატუსის ჩამორთმევას გეგმავს. "რადგან ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის იზოლაციაში მოქცევას უკრაინაში უკანონო ომის საპასუხოდ, მოსკოვის საფონდო ბირჟისთვის აღიარებული სტატუსის ჩამორთმევა მკაფიო გზავნილია - ჩვენთვის რუსეთში ახალი ინვესტიციების საფუძველი არ არსებობს". - თქვა ბრიტანეთის ფინანსთა მდივანმა, ლუსი ფრეიზერმა. შეგახსენებთ, რომ დასავლეთმა უკრაინაში შეჭრისა და სეპარატისტული რეგიონების ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დამოუკიდებლობის აღიარების გამო რუსეთს უპრეცედენტო მასშტაბის სანქციები დაუწესა. ინდივიდუალურ პირთა სიაში პირველად მოხვდა თავად პრეზიდენტი პუტინი და უმაღლესი პირები რუსეთის ძალაუფლების ვერტიკალიდან. ამას ემატება სპორტული და კულტურული ბოიკოტი, ასევე ტექნოლოგიური გიგანტების მიერ ექსპორტის შეჩერება.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)