16:53 - 23 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-19 18:01:46, 1251 ნახვა

მსოფლიო
საქართველოში აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ჩამოვა, რომელსაც სენატორი კრის კუნი უხელმძღვანელებს

საქართველოში აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ჩამოვა. - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს საელჩო ავრცელებს. 


მათივე თქმით, კონგრესის დელეგაციის ვიზიტს აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი კრის კუნი უხელმძღვანელებს.


„დელეგაცია შეხვდება აშშ-ის დიპლომატებს, მთავრობის მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს თითოეულ ქვეყანაში, რათა განიხილონ ტრანს-ატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერისა და გაძლიერების მნიშვნელობა, გაამყარონ მძლავრი რეაგირება რუსეთის წინააღმდეგ მის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო და განამტკიცონ ევროპული უსაფრთხოება. დელეგაცია ასევე განიხილავს საერთო გლობალურ გამოწვევებს, როგორიცაა კოვიდ-19 პანდემია, გლობალური შიმშილი, მიგრანტთა კრიზისი, კლიმატის ცვლილება და იარაღის გაუვრცელებლობა“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.


შეგასენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრები ყოველთვის ხაზს უსვამს სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების განვითარებას . 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსმა ოლიგარქმა, პირს მორგანთან ინტერვიუში მოუწოდა პუტინს, უკრაინაზე ბირთვული ბომბი ჩამოაგდოს
პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო საქმის განხილვა 26 ოქტომბერს გაგრძელდება
განსაკუთრებით დიდი ოდენობის კორუფციაზე დაჭერილ მაღალჩინოსან მიქაუტაძეს რეჟიმმა საპროცესო გაუფორმა
რუსთაველის თეატრთან დატბორვა არ უკავშირდება გამზირის სარეაბილიტაციო პროცესს – GWP
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics