|
2022-04-19 17:02:29, 1676 ნახვა
ომი უკრაინაში
დანიის პრემიერი - სჯობს ბუნებრივი აირი ჩრდილოეთ ზღვაში ვაწარმოოთ, ვიდრე პუტინისგან ვიყიდოთ
დანიას სურს, გაზარდოს ბუნებრივი ნავთობის წარმოება, რათა დაეხმაროს ევროპას აღარ იყოს რუსულ ნავთობზე დამოკიდებული. - ამის შესახებ, ინფორმაციას დანიის პრემიერ მინისტრი მეტე ფრედერიქსენი ავრცელებს. მისივე თქმით, სჯობს ბუნებრივი აირი ჩრდილოეთ ზღვაში ვაწარმოოთ, ვიდრე პუტინისგან ვიყიდოთ. "დარწმუნებულები ვართ, უკეთესია ბუნებრივი აირის წარმოება ჩრდილოეთ ზღვაში, ვიდრე მისი ყიდვა ვლადიმერ პუტინისგან". - თქვა დანიის პრემიერმინისტრმა შეგახსენებთ, რომ დასავლეთმა უკრაინაში შეჭრისა და სეპარატისტული რეგიონების ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დამოუკიდებლობის აღიარების გამო რუსეთს უპრეცედენტო მასშტაბის სანქციები დაუწესა. ინდივიდუალურ პირთა სიაში პირველად მოხვდა თავად პრეზიდენტი პუტინი და უმაღლესი პირები რუსეთის ძალაუფლების ვერტიკალიდან. ამას ემატება სპორტული და კულტურული ბოიკოტი, ასევე ტექნოლოგიური გიგანტების მიერ ექსპორტის შეჩერება.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)