00:03 - 31 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-19 15:32:57, 1849 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის სამხედრო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ქალაქი კრემინა დაიკავეს

რუსეთის სამხედრო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ქალაქი კრემინა დაიკავეს. ამის შესახებ ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, სერგიი გაიდაიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსული ძალები ქალაქს „ყველა მხრიდან“ დაესხნენ თავს და 3 დღიანი ბრძოლის შემდგომ უკრაინის სამხედროებმა უკან დაიხიეს და კრემინა დატოვეს.

„ჩვენი დამცველები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ. ისინი ახალ პოზიციებზე გადავიდნენ და კვლავ განაგრძობენ ბრძოლას რუსეთის არმიასთან",- აღნიშნა გაიდაიმ.

როგორც  სერგიი გაიდაიმ დასძინა, ოკუპირებულ კრემინა შეუძლებელი გახდა მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაღუპულთა რაოდენობის დათვლა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინა ბელგოროდის ოზონის რამდენიმე ობიექტს დაესხა თავს, არიან დაჭრილები
გერმანიაში პოლიტიკოსი სკანდალში გაეხვა წარწერით „რუსეთის არმია“ ფინჯნის გამო
პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა
ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში, გაზგასამართი სადგური აფეთქდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics