|
2022-04-19 13:47:00, 1676 ნახვა
ომი უკრაინაში
სერგეი ლავროვი - დასავლეთმა ზელენსკი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინაში არსებული ვითარება აშშ-ისა და დასავლეთის სურვილის პირდაპირი შედეგია, მართონ და ბატონობდნენ მსოფლიოში. India Today-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ლავროვმა აღნიშნა, რომ დასავლეთმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა ერთპოლუსიანი მსოფლიოს მოდელის შესაქმნელად. „მიმდინარე მოვლენების სათავე არის აშშ-სა და დასავლეთის სურვილი, მართავდნენ მსოფლიოს. მათ სურდათ ეჩვენებინათ,რომ მსოფლიო არ იქნებოდა მრავალპოლუსიანი და შექმნეს პლაცდარმი [უკრაინა] ჩვენს საზღვრებთან ჩვენს წინააღმდეგ. მათ იარაღი შეიტანეს უკრაინაში. რეალური მიზეზი არის ქვეყნების უმეტესობის თვითკმაყოფილება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მათ დაარღვიეს რუსეთის ხელმძღვანელობის წინაშე არსებული დაპირებები და დაიწყეს ნატოს აღმოსავლეთისკენ გაფართოება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მათი აზრით, ეს არის თავდაცვითი ალიანსი და არა საფრთხე რუსეთისთვის“.- განაცხადა ლავროვმა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)