|
2022-04-14 12:28:35, 1248 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი მედვედევი - თუ შვედეთი და ფინეთი ნატო-ში გაწევრიანდებიან, მოგვიწევს ფინეთის ყურეში ძალების გაძლიერება
თუ შვედეთი და ფინეთი ნატო-ში გაწევრიანდებიან, რუსეთის ფედერაციასთან ალიანსის სახმელეთო საზღვრების სიგრძე გაორმაგდება. - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მედვედევის თქმით, რუსეთს მოუწევს, სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი. „შვედეთი და ფინეთი ცხოველური სერიოზულობით განიხილავენ ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობას. თავად ალიანსი მზადაა მიიღოს ისინი ფაქტიურად „თეთრი ხელის ქვეშ“ - უმოკლეს დროში და მინიმალური ბიუროკრატიული პროცედურებით. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს უფრო მეტი ოფიციალურად დარეგისტრირებული მოწინააღმდეგე ეყოლება. როგორ უნდა ვუპასუხოთ ამას? პასუხი ნათელია: ემოციების გარეშე, ცივი თავით. რამდენი ქვეყანაა ნატო-ში - ოცდაათი თუ ოცდათორმეტი, მთლიანობაში ჩვენთვის არც ისე მნიშვნელოვანია. ორით ნაკლები, ორით მეტი - მათი მნიშვნელობითა და მოსახლეობით დიდი განსხვავება არ არის. სხვა საქმეა, რომ თუ შვედეთი და ფინეთი გაწევრიანდებიან ნატოში, რუსეთის ფედერაციასთან ალიანსის სახმელეთო საზღვრების სიგრძე გაორმაგდება. ბუნებრივია, ეს საზღვრები უნდა გაძლიერდეს.“ - თქვა მედვედევმა. ამასთან მედვედევმა, დასძინა რომ, ჩრდილოელი მეზობლების გონებით იმოქმედებენ, რადგან შვედეთისა და ფინეთის საზოგადოებრივი აზრი ნატო-ში გაწევრიანების აუცილებლობის საკითხზე დაახლოებით ორადაა გაყოფილი. არცერთ საღად მოაზროვნე ადამიანს არ სურს უფრო მაღალი ფასები და გადასახადები, გაზრდილი დაძაბულობა საზღვრებთან, ისკანდერები, ჰიპერსონიკები და გემები, რომლებსაც ბირთვული იარაღი აქვთ.
დათო ტურაშვილი განათლებაზე, წიგნებსა და შვილიშვილთან ურთიერთობაზე
ბაზისბანკმა Citibank-ში აშშ დოლარის საკორესპონდენტო ანგარიში გახსნა
რუსმა ოლიგარქმა, პირს მორგანთან ინტერვიუში მოუწოდა პუტინს, უკრაინაზე ბირთვული ბომბი ჩამოაგდოს
პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო საქმის განხილვა 26 ოქტომბერს გაგრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)