|
2022-03-20 11:29:41, 753 ნახვა
მსოფლიო
გაერო - უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპული და დაშავებული მოქალაქეების რაოდენობა 2 246-ს შეადგენს
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსულ აგრესიას 846 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის 64 ბავშვი. ორგანიზაციის ინფორმაციით, კრაინელები ძირითადად დაბომბვისა და საჰაერო თავდასხმის მსხვერპლი ხდებიან, თუმცა რეალური ზარალი გაცილებით მაღალია. "24 თებერვლიდან 18 მარტამდე, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპული და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა 2 246-ს შეადგენს, აქიდან 847 დაიღუპა, მათ შორის 64 ბავშვი, ხოლო 1,399 დაშავდა, მათ შორის 78 ბავშვი. უკრაინელები ძირითადად დაბომბვისა და საჰაერო თავდასხმის მსხვერპლი ხდებიან. რეალური ზარალი გაცილებით მაღალია,"- წერია განცხადებაში. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
კონგრესის მომხსენებლები: 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის განხილვა ღრმა შეშფოთებას იწვევს
ევროპარლამენტარები: პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება
ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე ვარ - დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)