2022-03-10 14:38:04, 498 ნახვა
მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ პუტინს, სერგეი ლავროვს, რამზან კადიროვსა და რუს ოლიგარქებს პერსონალური სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს, მასთან დაახლოებულ პირებსა და რუს ოლიგარქებს პერსონალური სანქციები დაუწესა.
პერსონალური სანქციები შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვსაც, ასევე საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელს, სერგეი ნარიშნკსა და ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს.
გარდა ამისა, სანქციები შეეხო ბელარუსში რუსეთის ელჩს, ბორის გრიზლოვს, სენატორ ანდრეი კლიშასა და რუსეთის ფედერალური საბჭოს თავმჯდომარეს, ვალენტინა მატივიენკოს.
ამასთანავე, დიდმა ბრიტანეთმა პერსონალური სანქციები დაუწესა „ჩელსის“ საფეხბურთო კლუბის მფლობელს, რომან აბრამოვიჩს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,