|
2022-03-08 13:38:22, 888 ნახვა
მსოფლიო
ვიქტორ იანუკოვიჩი ზელენსკის - თქვენ ალბათ, ოცნებობთ გახდეთ გმირი, მაგრამ ვალდებული ხართ შეაჩეროთ სისხლისღვრა
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს და მოუწოდებს, ნებისმიერ ფასად შეწყვიტოს სისხლისღვრა. „მე კარგად მესმის, რომ თქვენ ბევრი „მრჩეველი" გყავთ, მაგრამ პირადად თქვენ, ვალდებული ხართ, ნებისმიერ ფასად შეწყვიტოთ სისხლისღვრა და მიაღწიოთ სამშვიდობო შეთანხმებას. ამას თქვენგან ელიან უკრაინაში, დონბასსა და რუსეთში", - აღნიშნულია იანუკოვიჩის განცხადებაში, რომლის ტექსტსაც რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი" ავრცელებს. იანუკოვიჩმა აღნიშნა, რომ ამგვარი ქმედებით მადლიერები იქნებიან როგორც უკრაინის მოქალაქეები, ასევე კიევის დასავლელი პარტნიორები. „მინდა ვოლოდიმირ ზელენსკის მივმართო როგორც პრეზიდენტმა, ან ცოტა მამობრივად. ვოლოდიმირ ალექსანდროვიჩ, თქვენ, ალბათ ოცნებობთ გახდეთ ნამდვილი გმირი! მაგრამ გმირობა არ არის თავის გამოსაჩენი, ის არა იმაში მდგომარეობს, რომ იბრძოლოთ უკანასკნელი უკრაინელის სისხლისთვის, ის არის თავგანწირვაში, საკუთარ სიამაყესა და ამბიციებზე გამარჯვებაში, ხალხის სიცოცხლის შენარჩუნების ხათრით", - განაცხადა ექს-პრეზიდენტმა. მანვე დასძინა, რომ ტკივილით აღიქვამს იმას, რაც ახლა ხდება მის სამშობლოში და ღრმად თანაგრძნობას უხადებს ტანჯვას, რომლის ატანაც უწევთ უკრაინელებს. მანვე აღიშნა, რომ „ნებისმიერ ტრაგედიაში არის მომენტი, როცა მისი შეჩერება ჯერ კიდევ შესაძლებელია". „პირველივე დღიდან პირდებოდით მოსახლეობას, რომ შეაჩერებდით ომს უკრაინაში და მხოლოდ ამიტომ დაგიჭირათ თქვენ უკრაინამ მხარი. თქვენ შეგეძლოთ გამხდარიყავით მშვიდობის პრეზიდენტი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა", - მიმართა იანუკოვიჩმა ზელენსკის.
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)