23:53 - 23 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-04 16:41:38, 818 ნახვა

მსოფლიო
გაერო უკრაინაში რუსეთის სავარაუდო დარღვევების გამოძიებას მხარს უჭერს

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რუსეთის მიერ, უკრაინაში შეჭრის შედეგად დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა.

„ადამიანის უფლებათა საბჭომ გადაწყვიტა სასწრაფოდ შექმნას დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად“, - განაცხადა საბჭომ Twitter-ის პოსტში.

„გაეროს წევრები, მსოფლიოს ყველა რეგიონიდან საბჭოში გაერთიანდნენ, რათა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უმკაცრესად დაგმონ. პუტინისადმი მიწერილი გზავნილი ნათელია. თქვენ იზოლირებული ხართ გლობალურ დონეზე და მთელი მსოფლიო თქვენს წინააღმდეგაა“, - განაცხადა უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ევენია ფილიპენკომ.

კენჭისყრაზე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ორმა ქვეყანამ - რუსეთმა და ერითრეამ - გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების წინააღმდეგ ხმა მისცა. 13 წევრმა ქვეყანამ, რომელთა შორისაც ჩინეთი, კუბა, სომხეთი, ყაზახეთი, ინდოეთი, უზბეკეთი და ვენესუელა არიან, ხმისმიცემისგან თავი შეიკავეს.

გადაწყვეტილებას მხარი 32-მა ქვეყანამ დაუჭირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics