|
2021-12-17 12:34:21, 736 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკისა“ და Sweeft Digital-ის პარტნიორობა წარმატებით გრძელდება
„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლისთვის უკეთესი სერვისის შეთავაზებისა და პერსონიზებული გამოცდილების შექმნის მიზნით, ციფრული ინოვაციების დანერგვას განაგრძობს. ციფრული საბანკო პროდუქტების გამრავალფეროვნებისა და მომსახურების დახვეწის მიზნით, საქართველოს ბანკისა და Sweeft Digital-ის პარტნიორობა წარმატებით გრძელდება. ქართული საერთაშორისო პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპანიისა და ბანკის კოლაბორაცია დისტანციური სერვისებისა და პროდუქტების კიდევ უფრო დახვეწას მოიცავს. „Sweeft Digital, როგორც ქართველ, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებს ტექნოლოგიურ გადაწყვეტებსა და დეველოპერების მომსახურებას სთავაზობს. Sweeft-ის მაღალკვალიფიციური კადრების ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ბანკთან კოლაბორაცია და ერთად საუკეთესო სერვისს ვქმნით მომხმარებლებისთვის“, - განაცხადა Sweeft Digital-ის დამფუძნებელმა, ვახო თურნავამ. „საქართველოს ბანკი აგრძელებს საქმიანობაში ციფრული ინოვაციების ინტეგრირებას და იმ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას, რასაც ციფრული ტექნოლოგიები გვთავაზობს. გრძელდება ჩვენი პარტნიორობაც Sweeft Digital-თან, იმისათვის, რომ მეტად გავაღრმაოთ ურთიერთობები ჩვენს მომხმარებელთან და მათ მაქსიმალურად პერსონიზებული მომსახურება შევთავაზოთ. თანამშრომლობის ფარგლებში, Sweeft-ის პროფესიონალ გუნდთან ერთად, უკვე არაერთი საინტერესო პროექტი ხორციელდება. მოხარული ვართ, რომ Sweeft-ის მხარდაჭერით გვაქვს წვდომა სწორედ იმ ადამიანურ რესურსზე, რომელიც ქვეყანაში საუკეთესო ციფრული საბანკო პროდუქტების შექმნაში გვეხმარება“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. ინფორმაციისთვის, ქართული საერთაშორისო პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპანია Sweeft Digital-ი ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდებთან და მათ ისეთ სერვისებს სთავაზობს, როგორიცაა: აპლიკაციების შექმნა, ვებ-დეველოპმენტი, დიდი კომპანიების ავტომატიზაციის პროგრამებით და საკუთარი პროფესიონალი კადრით (პროგრამისტებით, დიზაინერებით, ანალიტიკოსებით და ა.შ.) უზრუნველყოფა და სხვა. დღეს, Sweeft-ი ესპანური საერთაშორისო კომპანია MAKING SCIENCE-ის ქოლგის ქვეშ ერთიანდება, 300-მდე ადამიანს ასაქმებს და 3 წლის განმავლობაში 1,200-მდე ქართველ დეველოპერს საერთაშორისო პროექტებზე დაასაქმებს.
გალტ & თაგარტი: საქართველო ეკონომიკური მაჩვენებლებით უკვე საინვესტიციო რეიტინგის დონეზეა
ისრაელის საელჩო „ჰაპოელ ბეერ-შევას“ განცხადებას ავრცელებს – მადლობა საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ბათუმს სამაგალითო მასპინძლობისა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის
თამაზაშვილი - მზია ამაღლობელმა პოლიციას გაარტყა სილა, ის იყო დემონსტრაციული აქტი, ესენი არიან ქომაგები
თამაზაშვილი - პირი, რომელმაც დროშის აღებისკენ მოუწოდა, "ბეშიქთაშის" დაქირავებული იყო
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



