|
2021-12-16 17:56:11, 730 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - დღეს ახლოს ვართ ქვეყნის გაზიფიკაციის 93 პროცენტიან ნიშნულთან და ჩვენი რელიეფის ქვეყნისთვის ეს მართლაც დიდი სახელმწიფო ინვესტიციაა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათი"-ს ფორმატში გამოსვლისას ენერგეტიკის დარგში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. ნათია თურნავას ინფორმაციით, 2022 წელს გაგრძელდება ახალი პროექტები ენერგეტიკის სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის: მოსალოდნელია 10 ახალი ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლა - დაახლოებით 30 მგვტ დადგმული სიმძლავრით; ეს არის 120 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია. „ასევე იგეგმება ახალი კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობის დაწყება. დასრულდება კვლევა და გადავალთ პილოტირებაზე უახლესი ტექნოლოგიის მწვანე წყალბადის გამოყენების მიმართულებით. მისასალმებელია, რომ ჩვენ ვართ ამ კუთხით წინა ხაზზე და საქართველო არის ის ადგილი, სადაც ამ ტექნოლოგიების პილოტირება პირველად ხვდება ჩვენს რეგიონში", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, აქტიური მიდგომები დაიწყება საქართველოში ენერგოეფექტური მიდგომების დასანერგად. ასევე გაგრძელდება გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამა, რომლის თანახმადაც განხორციელდება 17,406 ოჯახის გაზიფიცირება 107 დასახლებულ პუნქტში. „შეგახსენებთ, რომ 2019-2021 წელს გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა ჯამში 384 დასახლებულ პუნქტში, დამატებით 88,363 აბონენტისთვის. ხოლო 2022-2024 წლებში განხორციელდება 39,698 ოჯახის გაზიფიცირება 244 დასახლებულ პუნქტში. საერთო ჯამში სულ 2019-2024 წლების გეგმებით დამატებით ბუნებრივი გაზი მიეწოდება 128,061 პოტენციური აბონენტს 628 სოფელში. ასეთი მასშტაბური გაზიფიკაციის მაგალითი იშვიათად მოიპოვება ევროპულ სახელმწიფოებში. ჩვენ დღეს ახლოს ვართ 93 პროცენტიან გაზიფიკაციის ნიშნულთან და ჩვენი რელიეფის ქვეყნისთვის ეს მართლაც არის დიდი სახელმწიფო ინვესტიცია", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
გალტ & თაგარტი: საქართველო ეკონომიკური მაჩვენებლებით უკვე საინვესტიციო რეიტინგის დონეზეა
ისრაელის საელჩო „ჰაპოელ ბეერ-შევას“ განცხადებას ავრცელებს – მადლობა საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ბათუმს სამაგალითო მასპინძლობისა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის
თამაზაშვილი - მზია ამაღლობელმა პოლიციას გაარტყა სილა, ის იყო დემონსტრაციული აქტი, ესენი არიან ქომაგები
თამაზაშვილი - პირი, რომელმაც დროშის აღებისკენ მოუწოდა, "ბეშიქთაშის" დაქირავებული იყო
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



