16:03 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-16 17:34:14, 654 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - საქართველო ის ქვეყანაა რეგიონში, რომელიც ყველაზე მეტად მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ

„საქართველო არის ის ქვეყანა ჩვენს რეგიონში, რომელიც ყველაზე მეტად მზადაა იმისთვის, რომ დავიწყოთ უშუალოდ მოლაპარაკება აშშ-სთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის ფორმატში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სამინისტროს სამომავლო პრიორიტეტებზე საუბრისას, მინისტრმა განაცხადა, რომ 2022 წელს გაძლიერდება ძალისხმევა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების გაფართოების მიმართულებით, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო გაფორმების მიზნით აქტიური კონსულტაციების გაგრძელება პოლიტიკურ და ექსპერტულ დონეზე.

„ძალიან სასიხარულო იყო ის ორპარტიული მხარდაჭერის სულისკვეთება, რაც აისახა სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ამერიკელი კონგრესმენების წერილში, რომლითაც ისინი აშშ სავაჭრო წარმომადგენელს მიმართავენ და მოუწოდებენ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ უშუალო მოლაპარაკების დაწყებისკენ. ეს ძალიან იმედისმომცემი მესიჯია," - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში ვიზიტს არ გამორიცხავს: დიალოგი გაგრძელდება
აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
იოსელიანმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics