|
2021-12-16 16:35:17, 724 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრი - საქართველო ჯერ კიდევ შედარებით ღარიბი ქვეყანაა და ცხადია ეს პრობლემა, ვერ აღმოიფხვრებოდა ვერც 10 და ვერც 20 წელიწადში
„ინფლაციისგან განსხვავებით, სიღარიბე მთელი ჩვენი უახლესი ისტორიის მანძილზე დაგროვილი პრობლემაა, რომელშიც თავისი წვლილი შეიტანა სხვადასხვა დროს მომხდარმა ომებმა, შიდა პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა, სტრუქტურულმა პრობლემებმა და სხვ. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით საქართველომ საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორის გადაინაცვლა, რეალობა ისეთია, რომ ევროპულ სივრცესთან შედარებით, საქართველო ჯერ კიდევ შედარებით ღარიბი ქვეყანაა და ეს პრობლემა, ცხადია სრულად ვერ აღმოიფხვრებოდა ვერც 10 და ვერც 20 წელიწადში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას, განაცხადა, რომ პანდემიამ, მსოფლიოს მსგავსად, სიღარიბის პრობლემა საქართველოშიც გაამძაფრა. „თუმცა ასევე მართალია ისიც, რომ ქვეყანაში პანდემიის ფონზეც კი მოხერხდა მოსახლეობის შემოსავლების უთანასწორობის შემცირება, რასაც ხელი შეუწყო პანდემიის პერიოდში ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა და ეკონომიკის მხარდაჭერის პაკეტმა," - განაცხადა მინისტრმა. თუმცა, მისი თქმით, ეს არ გვაძლევს თვითკმაყოფილების საფუძველს და სიღარიბეს შემცირება მთავრობის სოციალურ - ეკონომიკური პოლიტიკის ცენტრალურ ამოცანად რჩება, რაც ასახულია ბიუჯეტშიც, სახელმწიფო პროგრამებშიც და საქართველოს ხელისუფლების მთელ რიგ გადაწყვეტილებებში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)