|
2021-12-16 13:59:34, 703 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - „მინისტრის საათის“ ფორმატში ძირითად აქცენტს პრობლემებზე გავაკეთებ
„პატივი მაქვს, დღეს გამოვიდე პარლამენტის წინაშე და მოვახსენო იმ ძირითადი შედეგების შესახებ, რაც 2021 წელს ეკონომიკაში გვაქვს. ასევე აუცილებლად ვისაუბრებ იმ მძიმე პრობლემებზე, რომლებიც მოიტანა პანდემიამ და რაც ყველაზე მეტად აწუხებს მოსახლეობას - როგორიცაა ფასების ზრდა და ინფლაცია, სიღარიბესთან ბრძოლის აუცილებლობა, მეტი დასაქმება", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში დღეს დაგეგმილი „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლის წინ განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, ზემოთჩამოთვლილი პრობლემების მოგვარების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინტერესო გეგმები, პროექტები და პროგრამები აქვს, რომლებიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება და რომლებიც ახლო მომავალში ქვეყანაში ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდში არსებობს იმის მყარი ხედვა და მოლოდინი, რომ ინფლაცია, ფასების ზრდა როგორც მოკლევადიან პერიოდში, ასევე ერთი წლის განმავლობაში დავა იმ მიზნობრივ ნიშნულამდე, რაც მას მთელი წინა პერიოდის განმავლობაში ახასიათებდა. „მინდა ვთქვა, რომ დღეს გარკვეულწილად უპირატეს მდგომარეობაში ვარ ბევრ ჩემს კოლეგასთან შედარებით, რადგან წლის ბოლოს მომიწია პარლამენტის წინაშე გამოსვლა და ეს ერთგვარი ანგარიში და წლის შეჯამება იქნება. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ კარგი მიღწევები გვაქვს - მაღალი ეკონომიკური გამოცოცხლება და აღდგენა, ექსპორტის ზრდა და ა.შ. ძირითადი აქცენტი, მინდა, პრობლემებზე გავაკეთო, რადგან არცერთი მიღწევა, როგორი კარგიც არ უნდა იყოს ის, ნამდვილად არ გვაძლევს თვითკმაყოფილების საფუძველს. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ პრობლემებს, ძალიან კარგად ვხედავთ, თუ რა მიმართულებით გვექნება სამუშაო მომავალ პერიოდში. იმედი მაქვს, რომ დღეს კონსტრუქციული, თუნდაც კრიტიკული მსჯელობა შედგება და საბოლოო ჯამში, ის მიმართული იქნება იქითკენ, რომ ჩვენ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტად ეფექტიანი გავხადოთ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
გალტ & თაგარტი: საქართველო ეკონომიკური მაჩვენებლებით უკვე საინვესტიციო რეიტინგის დონეზეა
ისრაელის საელჩო „ჰაპოელ ბეერ-შევას“ განცხადებას ავრცელებს – მადლობა საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ბათუმს სამაგალითო მასპინძლობისა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის
თამაზაშვილი - მზია ამაღლობელმა პოლიციას გაარტყა სილა, ის იყო დემონსტრაციული აქტი, ესენი არიან ქომაგები
თამაზაშვილი - პირი, რომელმაც დროშის აღებისკენ მოუწოდა, "ბეშიქთაშის" დაქირავებული იყო
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



