|
2021-12-14 14:02:47, 813 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - აზერბაიჯანი კვლავაც რჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს სავაჭრო პარტნიორად, 2021 წლის 10 თვეში ორმხრივი ვაჭრობა 16%, ხოლო ექსპორტი 22% გაიზარდა
აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იქნა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური საკითხები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, აგრეთვე საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე. „დღეს, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ბიზნესფორუმის გახსნამდე მე და ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგას შესაძლებლობა გვქონდა, გვემსჯელა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკურ ურთიერთობებზე - აზერბაიჯანი კვლავაც რჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს სავაჭრო პარტნიორად, უფრო ზუსტად, რიგით მეოთხე სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა - 2021 წლის 10 თვეში ორმხრივი ვაჭრობა 16 პროცენტით, ხოლო ექსპორტი აზერბაიჯანში 22 პროცენტით გაიზარდა. აზერბაიჯანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბაზარია ქართული ექსპორტისთვის და მე კიდევ ერთხელ მომეცა შესაძლებლობა, რომ მესაუბრა ქართული პროდუქციის უფრო თავისუფალი შესვლის რეჟიმზე აზერბაიჯანის ბაზარზე, ამ კუთხით ძალიან ბევრი ტექნიკური საკითხია, რომლის გადაწყვეტასაც ჩემი კოლეგა შემპირდა", - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრების შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მსხვილ რეგიონალურ პროექტებზე, როგორც საქართველო-აზერბაიჯანის, ისე - საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, რომელიც წლებია, აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს. ამ მხრივ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა ბიზნესფორუმების ჩატარების მნიშვნელობას, რომლებიც 2012 წლიდან იმართება და წელს უკვე მეექვსედ შეახვედრებს ერთმანეთი სამი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს. „ჩვენ, სამ ქვეყანას - საქართველოს, აზერბაიჯანს და თურქეთს გვაქვს ძალიან ბევრი ერთობლივი მსხვილი რეგიონალური პროექტი - ნავთობის და გაზის, რკინიგზის სფეროში. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ გავცვალოთ შეხედულებები, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ურთიერთ ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი და რაც მთავარია, მეტი კონტაქტები დავამყაროთ ქართულ და აზერბაიჯანულ ბიზნესებს შორის", - აღნიშნა ნათია თურნავამ. სხვადასხვა სექტორში საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზე საუბრობს აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიქაელ ჯაბაროვიც, ამასთან, ის აქცენტს აკეთებს მათი კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზე. „ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას მზარდი ხასიათი აქვს. ამასთან, ჩვენ კვლავ ვმუშაობთ თანამშრომლობის გაფართოებაზე ყველა მიმართულებით, მათ შორის - ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ვაჭრობა, ორმხრივი ინვესტიციები. დღევანდელ ბიზნესფორუმს რაც შეეხება, ეს არის კარგი შესაძლებლობა სამმხრივი პროექტების იდენტიფიცირების კუთხით, რადგან ჩვენ ქვეყნებს შორის ვაჭრობა ყოველწლიურად სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს. დარწმუნებულები ვართ, რომ სამივე ქვეყნის საქმიანი წრეებისთვის სასარგებლო პროცესში ბიზნესებს შორის კონტაქტების გაღრმავება განამტკიცებს რეგიონალური თანამშრომლობას", - განაცხადა მიქაელ ჯაბაროვმა.
გალტ & თაგარტი: საქართველო ეკონომიკური მაჩვენებლებით უკვე საინვესტიციო რეიტინგის დონეზეა
ისრაელის საელჩო „ჰაპოელ ბეერ-შევას“ განცხადებას ავრცელებს – მადლობა საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ბათუმს სამაგალითო მასპინძლობისა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის
თამაზაშვილი - მზია ამაღლობელმა პოლიციას გაარტყა სილა, ის იყო დემონსტრაციული აქტი, ესენი არიან ქომაგები
თამაზაშვილი - პირი, რომელმაც დროშის აღებისკენ მოუწოდა, "ბეშიქთაშის" დაქირავებული იყო
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



