22:59 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-14 11:34:28, 731 ნახვა

ეკონომიკა
12 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან განხორციელებული თხილის ექსპორტის ღირებულებამ 73.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით  საქართველოდან 16.1 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 73.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. - სტატისტიკას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 4.0 ათასი ტონით (33%), ხოლო ღირებულება 8.9 მლნ აშშ დოლარით (14%) გაიზარდა.

"ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება - იტალიაში (6,590 ტონა), გერმანიაში (3,124 ტონა), ესპანეთში (446 ტონა), ჩეხეთში (445 ტონა), პოლონეთში (337 ტონა), ლიეტუვაში (284 ტონა), საფრანგეთში (278 ტონა), ბულგარეთში (132 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (60 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის: სომხეთში (1,076 ტონა), ჩინეთში (780 ტონა), უკრაინაში (278 ტონა), რუსეთში (358 ტონა), ალჟირში (241 ტონა), საუდის არაბეთში (251 ტონა), ბელარუსში (208 ტონა), ერაყში (168 ტონა), შვეიცარიაში (151 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (95 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არგენტინაში (77 ტონა), არაბთა გაერთიანებულ ემირატებში (61 ტონა), ყაზახეთში (45 ტონა), თურქეთში (44), უზბეკეთში (44 ტონა), გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა), ყირგიზეთში (22 ტონა), ტუნისში (15 ტონა), იორდანიაში (14 ტონა)." - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics