|
2021-12-12 11:51:14, 907 ნახვა
ეკონომიკა
რუსეთში ინფლაციამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
რუსეთში ინფლაციამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ტელეკომპანია "დოჟდის" ცნობით, ფასები საშუალოდ 8,5%-ით გაიზარდა . სასურსათო პროდუქტების ქვითარი კიდევ უფრო იზრდება. ხორცი და ფრინველი 18,5%-ით გაძვირდა, ქათამი 31%-ით, კვერცხი და რძე 26,5%-ით. შემოდგომის ბოლო თვეში სერვისებზე ფასებმა უფრო სწრაფად დაიწყო ზრდა: გასული წლის ნოემბრისთვის მათზე ფასები 5,2%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2016 წლის დეკემბრის შემდეგ. ოქტომბერში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომსახურებაზე ფასების ზრდამ 4,4% შეადგინა. 2021 წლის ოქტომბერ ნოემბერში მომსახურების ღირებულების ზრდა 8,2% დაფიქსირდა. ნოემბერში სურსათზე ფასები ოდნავ ნაკლები გაიზარდა, ვიდრე ოქტომბერში - 10.8%-ით 10.9%-ის წინააღმდეგ (წლიური თვალსაზრისით). არასასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდა ოდნავ დაჩქარდა - 8,3%-მდე გასული თვის 8,2%-დან. რუსეთის ცენტრალური ბანკი იმისათვის, რომ როგორმე გაუმკლავდეს გაძვირებას, ყოველ კრებაზე ზრდის საკვანძო განაკვეთს, ახლა ის უკვე 7,5%-ის დონეზეა და ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ეს არ არის ლიმიტი. მაგრამ ასეთი ზომები, არ უწყობს ხელს. იმის დაბალანსებას რაც არის ინფლაციის მიზეზი.
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)