|
2021-12-08 12:02:45, 825 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ ნიდერლანდების ელჩს უმასპინძლა
„თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ ნიდერლანდების ელჩს უმასპინძლა. მააიკე ვან კოლდამმა პირველი ავტომექანიკოსი ქალები მოინახულა, რომლებიც თეგეტამ პროექტის „პროფესიას არ აქვს გენდერი“ ფარგლებში მოამზადა, ორგანიზაცია „მოძრაობა ცვლილებისთვის“ მონაწილეობით. კომპანიის წარმომადგენლებმა სტუმრებს “თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ სერვისცენტრი დაათვალიერებინეს. ელჩმა ქალების მიერ სატვირთოს შეკეთების პროცესი შეაფასა, წარმატება უსურვა და თეგეტასთან და ‘’მოძრაობა ცვლილებისთვის’’ წარმომაგდენლებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „თეგეტაში აქტიურად ვმუშაობთ ქალების გაძლიერების მიმართულებით. სიამოვნებით დავთანხმდით ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერილ პროექტს -„პროფესიას არ აქვს გენდერი“. მოხარულები ვართ, რომ „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ პირველია საქართველოში, ვინც შეძლო ქალები სატვირთო მექანიკოსებად მოემზადებინა. აღსანიშნავია, რომ ისინი ყოველდღიური საქმიანობით ანგრევენ სტერეოტიპებს და ამტკიცებენ, რომ შეუძლიათ იყვნენ წარმატებულები ყველა პროფესიაში, სადაც მოისურვებენ,“ - ირაკლი პაპიაშვილი, თეგეტა მოტორსის სატვირთო, ავტობუსების და მძიმე ტექნიკის მიმართულების დირექტორი. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ქალებს აძლევს საშუალებას დაეუფლონ პროფესიებს, რომლებიც როგორც წესი, მამაკაცების პროფესიებად მიიჩნევა. ჩემი დღევანდელი ვიზიტის მიზანი, სწორედ იმ მნიშვნელოვანი პროექტის შეფასებაა, რომლის ფარგლებში ქალები სატვირთოს მექანიკოსობას სწავლობენ. დღეს ჩემი თვალით ვნახე, რა კარგად შეუძლიათ ქალებს იმუშაონ ამ მიმართულებაში. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქალს ზუსტად იმავე საქმის კეთება შეუძლია, რაც - კაცს,“ - მააიკე ვან კოლდამი, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. კამპანიის ,,პროფესიას არ აქვს გენდერი” ფარგლებში ქალებმა „თეგეტა აკადემიაში“ „სატვირთო ავტომობილის აგებულების გრძელვადიანი ტრენინგის“ თეორიული კურსი უკვე წარმატებით დაასრულეს. ისინი ახლა „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ სერვისცენტრში პრაქტიკულ სწავლებას გადიან. ამ ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ კი სამი ქალი სატვირთო ავტომობილის მექანიკოსად დასაქმდება. თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თრაქ ენდ ბასი 2006 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სატვირთო ავტომობილების, სამშენებლო ტექნიკის, ავტობუსების, მუნიციპალური და სხვა სახის კომერციული ტრანსპორტის სრულ სერვისს, ასევე რეალიზაციასა და რეალიზაციის შემდგომ საგარანტიო მომსახურებას. თრაქ ენდ ბასი სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელი გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოში.
ისრაელის საელჩო „ჰაპოელ ბეერ-შევას“ განცხადებას ავრცელებს – მადლობა საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ბათუმს სამაგალითო მასპინძლობისა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის
თამაზაშვილი - მზია ამაღლობელმა პოლიციას გაარტყა სილა, ის იყო დემონსტრაციული აქტი, ესენი არიან ქომაგები
თამაზაშვილი - პირი, რომელმაც დროშის აღებისკენ მოუწოდა, "ბეშიქთაშის" დაქირავებული იყო
თამაზაშვილი - თურქ ქომაგებს ისეთი შინაარსის ბანერები ჰქონდათ საქართველოში შემოტანილი, ეს რომ მატჩის დროს გაეშალათ, პროცესები უმართავი გახდებოდა
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



