19:02 - 27 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-07 10:18:34, 1084 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი“ კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

„თიბისი“ კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ოქტომბერში რეალური მშპ-ის ზრდამ, მოლოდინების შესაბამისად, წ/წ 6.9% შეადგინა. ეკონომიკური ზრდის აღნიშნული დინამიკა თანხვედრაშია თიბისი კაპიტალის პროგნოზთან, რომლის მიხედვითაც 2021 წელს რეალური მშპ-ის ზრდა 10.0%-ზე მაღალი იქნება. სექტორების ჭრილში, თითქმის ყველა მიმართულებით გაზრდილი აქტივობა დაფიქსირდა, გარდა მშენებლობისა, რაც სავარაუდოდ ფისკალური ხარჯების შემცირებით იყო გამოწვეული. ამავე დროს, საგარეო შემოდინებების კუთხით, ოქტომბერი ძლიერი თვე იყო, თუმცა იმპორტისა და დაკრედიტების ზრდა შედარებით ზომიერი აღმოჩნდა.

გასულ კვირაში გამოქვეყნებული ნოემბრის ინფლაციის მაჩვენებელიც ასევე მოლოდინებთან შესაბამისი იყო. ოქტომბერში სეზონურად შესწორებული თ/თ ინფლაციის აჩქარების შემდეგ, ნოემბერში ფასების ზრდა 3%-იან სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი იყო. სამომხმარებლო ფასების აღნიშნული დინამიკა, ლარის ბოლოდროინდელ გამყარებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების შედარებით შემცირებასთან ერთად, სამომავლოდ დაბალი ინფლაციის არგუმენტია. იმ შემთხვევაში, თუ ლარი მკვეთრად არ გაუფასურდება, საერთაშორისო ბაზრებზე ბრენტის ნავთობის ფასი 85 აშშ დოლარის ფარგლებში იქნება და მომავალი წლის ზრდა, ჩვენი პროგნოზით გათვალისწინებულის მსგავსად, 6.0%-ს შეადგენს, 2022 წლის ბოლოს ინფლაცია სამიზნეზე დაბალ ნიშნულს გაუტოლდება - განახლებული პროგნოზი წინა შეფასებაზე დაბალია, რაც უფრო ძლიერმა ლარმა განაპირობა.

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ დაბალი ინფლაცია თავის მხრივ სუსტი ლარის არგუმენტია, ლირის დამატებითი გაუფასურება და კორონავირუსის ახალი ომიკრონ შტამის გამოჩენა ლარის კორექციის გაზრდილ ალბათობაზე მიუთითებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებიდან მხოლოდ ლირის გაუფასურებას არ არის აუცილებელი რომ ლარის გაუფასურება მოჰყვეს.

„თიბისის“ მთავარი ეკონომისტის 6 დეკემბრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ისრაელის საელჩო „ჰაპოელ ბეერ-შევას“ განცხადებას ავრცელებს – მადლობა საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ბათუმს სამაგალითო მასპინძლობისა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის
თამაზაშვილი - მზია ამაღლობელმა პოლიციას გაარტყა სილა, ის იყო დემონსტრაციული აქტი, ესენი არიან ქომაგები
თამაზაშვილი - პირი, რომელმაც დროშის აღებისკენ მოუწოდა, "ბეშიქთაშის" დაქირავებული იყო
თამაზაშვილი - თურქ ქომაგებს ისეთი შინაარსის ბანერები ჰქონდათ საქართველოში შემოტანილი, ეს რომ მატჩის დროს გაეშალათ, პროცესები უმართავი გახდებოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics