2021-11-30 17:25:18, 324 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველომ გვადალახარასა და თესალონიკის წიგნის ბაზრობებზე პირველად მიიღო მონაწილეობა
![]() „საქართველოს ბანკისა“ და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობა გრძელდება. პროექტის ფარგლებში, საქართველომ გვადალახარასა და თესალონიკის წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე პირველად მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული მწერალთა სახლის ორგანიზებითა და საბერძნეთსა და მექსიკაში საქართველოს საელჩოებთან პარტნიორობით განხორციელდა. თესალონიკის წიგნის ფესტივალის ფარგლებში, არაერთი შეხვედრა და დისკუსია გაიმართა. ქართველმა მწერლებმა საკუთარი წიგნების თარგმანების პრეზენტაცია გამართეს და საბერძნეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორასაც შეხვდნენ. გარდა ამისა, უცხოელი გამომცემლები თანამედროვე ქართულ ლიტერატურას გაეცნენ, ხოლო ფესტივალის დამსწრეები „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ეგიდით, მომავლი წლის ქართული ლიტერატურის კვირეული და ათენის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობა დაიგეგმა. ასევე, საქართველომ თესალონიკის წიგნის ბაზრობის საპატიო ქვეყნის სტატუსის შემოთავაზება მიიღო. ქართველი მწერლებისა და სხვა წარმომადგენლების მონაწილეობით, გვადალახარას წიგნის ბაზრობის ფარგლებში, ესპანურენოვანი გამომცემლებისთვის შეხვედრა გაიმართა. დამსწრეები თანამედროვე ქართულ ლიტერატურას გაეცნენ. ამასთან, შეხვედრებზე როგორც მთარგმნელობითი, ისე სარეზიდენციო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს, რაც ქართულ მწერლობას უდიდესი ესპანურენოვანი ბაზრისკენ გაუხსნის გზას. ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.
სიმონიანი ბირთვულ ომზე - თუ რუსეთი დამარცხდება ყველაფერი ცუდად დასრულდება, დასაკარგი აღარაფერია
კობახიძე: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს - რადიკალური ოპოზიციაც ზუსტად ასე იქცევა
დუბაიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ივნისიდან იწყება
„საქართველოს ფოსტის” წარმოდგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ საფოსტო ფორუმში
|
ომი უკრაინაში![]() მარიუპოლში, სარდაფის ნანგრევებში 200-მდე ცხედარი იპოვეს
![]() კულება: ნაადრევია დავასკვნათ, რომ უკრაინას ყველა საჭირო იარაღი აქვს - დააჩქარეთ მოწოდება
![]() ხერსონის ე.წ ადმინისტრაცია - არ ვგეგმავთ დამოუკიდებელ რესპუბლიკად ყოფნას, გვსურს რუსეთის სუბიექტი ვიყოთ
ვიდეო/LIVE გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში ჩამოასვენეს
მარიუპოლის დაცემა
დღის თემა
![]() ვიკიპედიაში რამდენიმე ენაზე ტერმინი რაშიზმი გაჩნდა, მათ შორის რუსულ ენაზე - რა არის რაშიზმი?
მთავარი თემა
|