|
2021-11-25 13:58:32, 978 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს, შეინ როზენტალს შეხვდა. - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის მიმართულებებზე და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) სტრატეგიის საკითხებზე ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა ბანკის წარმომადგენლებს სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო და ყურადღება ინვესტიციების მოზიდვის და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობებზე გაამახვილა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კლიმატის ცვლილებებით შექმნილ გამოწვევებს და მასთან გამკლავების საკითხებსაც. „ჩვენი სამინისტროს მიზანია, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სექტორი მაქსიმალურად განვითარდეს, გაიზარდოს წარმოება და, შესაბამისად, შემოსავალი. ამის პოტენციალი ქვეყანაში რეალურად არსებობს. დარგში მსხვილი ინვესტიციების განხორციელებით და ახალ ბაზრებზე წვდომით, ამ პოტენციალის გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტიანად მოხდება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შეინ როზენტალმა მინისტრს ის მიზნები გაუზიარა, რაც აზიის განვითარების ბანკის მიერ აგრარული სექტორის ხელშეწყობას განსაზღვრავს და განსაკუთრებული ყურადღება წყლის რესურსების მართვის საკითხებზე გაამახვილა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)