|
2021-11-21 13:10:41, 1531 ნახვა
მსოფლიო
კაილ რიტენჰაუსის ორ მკვლელობაში გამართლების შემდეგ აშშ საპროტესტო აქციებმა მოიცვა
პროტესტი აშშ-ის რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს კაილ რიტენჰაუსი, რომელმაც შარშანდელი არეულობის დროს ორი ადამიანი დახვრიტა. განაჩენის გადახედვის მოთხოვნით, ნიუ-იორკში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა გადაკეტა ბრუკლინის ხიდი, იუწყება CNN. რამდენიმე ასეული ადამიანი გამოვიდა ქუჩებში ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, კოლუმბუსში, ოკლენდში და სხვა ქალაქებში. CNN აღნიშნავს, რომ ქალაქი კენოშა, სადაც რიტენჰაუსმა ორ ადამიანს ესროლა, "შედარებით მშვიდი იყო". პორტლენდში, სადაც გასულ წელს მოხდა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა და მას შემდეგ მომხდარი არეულობები, რამდენიმე ათეული ადამიანი ადგილობრივი დაკავების ცენტრის კარიბჭესთან შეიკრიბა და მოითხოვა მისი დაწვა. პოლიციის თქმით, მომიტინგეებმა ბოთლები ესროლეს პოლიციელებს და ჩაამსხვრიეს პოლიციის მანქანის მინა და რამდენიმე მაღაზიის ვიტრინა. ერთი პირი დააკავეს, 17 კი გაფრთხილების შემდეგ გაათავისუფლეს. ახალგაზრდა კაილ რიტენჰაუსი რომელმაც აშშ-ში ვისკონსის შტატში BLM-ის აქციაზე ორი ადამიანი მოკლა და ერთი დაჭრა, ხუთივე წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნეს. გადაწყვეტილება ქალაქ კენოშის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს. რიტენჰაუსმა 2020 წლის აგვისტოში კენოშაში, ვისკონსინის შტატში, BLM-ის არეულობის დროს ესროლა და მოკლა ორი მამაკაცი და დაჭრა მესამე. მას ბრალი ხუთი ბრალდებით ქონდა წარდგენილი: პირველი ხარისხის გაუფრთხილებლობით მკვლელობა, პირველი ხარისხის განზრახ მკვლელობა, პირველი ხარისხის განზრახ მკვლელობის მცდელობა და ორი ბრალდება პირველი ხარისხის გაუფრთხილებლობით უსაფრთხოებისთვის. რიტენჰაუსი 17 წლის იყო, როდესაც მან მოკლა ჯოზეფ როზენბაუმი და ენტონი ჰუბერი არეულობების დროს, რიტენაჰაუსმა სროლის ღამეს გამოიყენა AR სტილის ნახევრად ავტომატური შაშხანა 16 დიუმიანი ლულით. ბრალდებულის ადვოკატები მთელი პროცესის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ მან იარაღი ისროლა თავდაცვის მიზნით, რადგან გაბრაზებული ბრბო მას მოკვლით ემუქრებოდა.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)