|
2021-11-20 14:52:19, 3276 ნახვა
სხვადასხვა
აშშ-ში სასამართლომ კაილ რიტენჰაუსი რომელმაც ვისკონსის შტატში BLM-ის აქციაზე ორი ადამიანი მოკლა გაამართლა
ახალგაზრდა კაილ რიტენჰაუსი რომელმაც აშშ-ში ვისკონსის შტატში BLM-ის აქციაზე ორი ადამიანი მოკლა და ერთი დაჭრა, ხუთივე წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნეს. გადაწყვეტილება ქალაქ კენოშის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს. რიტენჰაუსმა 2020 წლის აგვისტოში კენოშაში, ვისკონსინის შტატში, BLM-ის არეულობის დროს ესროლა და მოკლა ორი მამაკაცი და დაჭრა მესამე. მას ბრალი ხუთი ბრალდებით ქონდა წარდგენილი: პირველი ხარისხის გაუფრთხილებლობით მკვლელობა, პირველი ხარისხის განზრახ მკვლელობა, პირველი ხარისხის განზრახ მკვლელობის მცდელობა და ორი ბრალდება პირველი ხარისხის გაუფრთხილებლობით უსაფრთხოებისთვის. რიტენჰაუსი 17 წლის იყო, როდესაც მან მოკლა ჯოზეფ როზენბაუმი და ენტონი ჰუბერი არეულობების დროს, რიტენაჰაუსმა სროლის ღამეს გამოიყენა AR სტილის ნახევრად ავტომატური შაშხანა 16 დიუმიანი ლულით. ბრალდებულის ადვოკატები მთელი პროცესის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ მან იარაღი ისროლა თავდაცვის მიზნით, რადგან გაბრაზებული ბრბო მას მოკვლით ემუქრებოდა. პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ რიტენჰაუსს არ სჭირდებოდა იარაღის სროლა ძალადობის დროს. “მან არ ამოწურა თავისი მოვალეობა უკან დახევის შესახებ, მან არ ამოწურა თავისი ყველა ვარიანტი”, – თქვა ოლქის პროკურორის თანაშემწემ ჯეიმს კრაუსმა. რიტენჰაუსმა სასამართლოს განუცხადა, რომ იგი წავიდა კენოშაში, რათა გაეწია პირველადი დახმარება და დაეცვა საკუთრება მძარცველებისგან და აღწერდა, როგორ დაემუქრა მას ადრე მოკვლით ერთ-ერთი მამაკაცი, ჯოზეფ როზენბაუმი და სცადა თოფის ხელში ჩაგდება. „თუ მისტერ როზენბაუმს მივცემდი ნებას, რომ ჩემი ცეცხლსასროლი იარაღი წაეღო, ის გამოიყენებდა მას და მომკლავდა ამით და ალბათ უფრო მეტ ადამიანს მოკლავდა, თუ მივცემდი მას უფლებას ჩემი იარაღი მიეღო“, – მოწმობს რიტენჰაუსი.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)