|
2021-11-19 18:41:34, 994 ნახვა
ეკონომიკა
GITA-სა და კომპანია „კვალიფიკას“ შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამის ფარგლებში სტარტაპმა „კვალიფიკამ“ გაიმარჯვა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიური სტარტაპია და ბიზნესებს მომხმარებლების იდენტიფიცირებისა და ვერიფიკაციის თვითმომსახურებას სთავაზობს. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, თუკი აქამდე მომხმარებელს საკუთარი ვინაობის დასადასტურებლად ორგანიზაციაში ვიზიტი სჭირდებოდა, ახლა უკვე ამის განხორციელება 2 წუთშია შესაძლებელი, ნებისმიერი ადგილიდან, სმარტფონის ან კომპიუტერის მეშვეობით. „მსოფლიოში უამრავი კომპანიაა ინტერნეტ ბანკინგის, დაზღვევის და სხვა წამყვან ინდუსტრიებში, რომლებსაც მსგავსი მომსახურება სჭირდება. კომპანია დღეს უკვე 20-ზე მეტ ორგანიზაციას ემსახურება და არის ყველაზე დიდი სერვისის პროვაიდერი რეგიონში. "კვალიფიკას" უპირატესობა პროდუქტის სიმარტივეშია - სერვისის გამოყენება ინტეგრაციის გარეშეც არის შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს დეველოპმენტის რესურსს. "კვალიფიკას" მთავარი მიზანი ამ ეტაპზე გლობალური ზრდაა. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650,000 ლარიანი გრანტი მოხმარდება პროდუქტის კიდევ უფრო განვითარებასა და აქტიურ ზრდას რეგიონსა და გლობალურ ბაზარზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)