|
2021-11-15 11:49:31, 1011 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 49 266.7 მლნ. ლარი შეადგინა. მათივე ცნობით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელს წინა წელთან შედარებით 6.8 პროცენტით შემცირდა, ხოლო დეფლატორის პროცენტულმა ცვლილებამ 7.3 პროცენტი შეადგინა. ამასთან, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.8 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.7 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.7 პროცენტი), მშენებლობა (8.7 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (8.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (7.5 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.1 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.1 პროცენტი), განათლება (4.9 პროცენტი). როგორც საქსტატში განმარტავენ, ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (8.1 პროცენტი), განათლება (8.6 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (12.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (2.3 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (2.8 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (2.6 პროცენტი). კლება აღინიშნა შემდეგ სექტორებში: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (-44.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (-23.0 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (-7.1 პროცენტი), მშენებლობა (-8.0 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (-4.7 პროცენტი).
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)