|
2021-10-28 17:10:02, 1034 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ სასტუმრო „რამადას" გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თბილისში, სასტუმრო „რამადას" გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.- ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. სასტუმრო სრულად ქართული ინვესტიციით აშენდა. მის ასაშენებლად 27 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. სასტუმრო მსოფლიო ცნობილი ბრენდის Ramada by Wyndham-ის ბრენდის ქვეშ იფუნქციონირებს. ნათია თურნავას განცხადებით, პანდემიის მიუხედევად, ტურიზმის სექტორის აღდგენა იძლევა იმის საშუალებას, რომ მსხვილი ინვესტიციები განხორციელდეს სასტუმრო სექტორში და ახალმა სასტუმროებმა დაიწყონ ოპერირება. „ძველ თბილისში კიდევ ერთი ახალი სასტუმრო იწყებს ოპერირებას, რომელიც რამადას საერთაშორისო ბრენდის ქვეშ არის წარმოდგენილი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის სრულიად ქართული, საკმაოდ მსხვილი ინვესტიცია. სასტუმროში წარმოდგენილია 108 ნომერი, სარესტორნე ინფრასტრუქტურა, სპა. მნიშვნელოვანია, რომ 140-მდე ადამიანია დასაქმებული. ასევე აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად, ტურიზმის სექტორის აღდგენა იძლევა იმის საშუალებას, რომ მსხვილი ინვესტიციები განხორციელდეს სასტუმრო სექტორში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სასტუმრო ძალიან სრაფად დაიტვირთება და მოემსახურება ჩვენი ქვეყნის სტუმრებს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)