18:18 - 27 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-22 12:09:59, 1208 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - საერთაშორისო ბაზრებზე ქართული თხილის მიმართ ინტერესი იზრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შვეიცარიის კონფედერაციაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შოკოლადის ერთ-ერთ მსხვილ საწარმოში, კამილ ბლოხის (Camille Bloch) შოკოლადის ფაბრიკაში იმყოფებოდა. ფაბრიკის მფლობელმა, დანიელ ბლოხმა მინისტრს შოკოლადის წარმოების სრული ციკლი თავად გააცნო. - ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

შვეიცარიის ქალაქ ქურთლარში არსებული კამილ ბლოხის ფაბრიკა შოკოლადის ექსპორტს მსოფლიოს უმსხვილეს ქვეყნებში, მათ შორის, გერმანიაში, ავსტრიაში,  იტალიაში, საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ახორციელებს.  პროდუქცია გამორჩეული ტექნოლოგიით, თხილით, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკიდან იმპორტირებული კაკაოს მარცვლისგან მზადდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კომპანიამ საქართველოში ქართული თხილის ბაღების გაშენება დაიწყო, რისთვისაც, ჯამში 15 მლნ ევრომდე ინვესტიციას განახორციელებს და სეზონურად 150-მდე ადგილობრივ მოსახლეს დაასაქმებს. 

როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა,  ეს იქნება მაღალტექნოლოგიური სოფლის მეურნეობის პროექტი, რომელიც ქვეყანაში დამატებით ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელს მოიტანს. მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ გადადგმულმა თანმიმდევრულმა აგროპოლიტიკამ საერთაშორისო ბაზრებზე  თხილის სექტორის სანდოობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაზარდა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თამაზაშვილი - მზია ამაღლობელმა პოლიციას გაარტყა სილა, ის იყო დემონსტრაციული აქტი, ესენი არიან ქომაგები
თამაზაშვილი - პირი, რომელმაც დროშის აღებისკენ მოუწოდა, "ბეშიქთაშის" დაქირავებული იყო
თამაზაშვილი - თურქ ქომაგებს ისეთი შინაარსის ბანერები ჰქონდათ საქართველოში შემოტანილი, ეს რომ მატჩის დროს გაეშალათ, პროცესები უმართავი გახდებოდა
20 წლის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურების საქმეზე თურქ ბიზნესმენს 9 წელი მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics