15:10 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-20 16:02:34, 721 ნახვა

ეკონომიკა
თბილისი დანიიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან მოწვეული „ანგელოზი ინვესტორების” სამიტს მასპინძლობს

თბილისში დანიიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან მოწვეული „ანგელოზი ინვესტორების“ (Aნგელ Iნვესტორს) ორდღიანი სამიტი გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში დედაქალაქს DანBAN-ის (Dანისჰ Bუსინესს Aნგელს), Bუსინესს Aნგელს Nორწაყ-ის,  FიBAN-ისა (Fინნისჰ Bუსინესს Aნგელს Nეტწორკ) 20-მდე ინვესტორი და წარმომადგენელი სტუმრობს.- ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით,  „ვიზიტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია, ამასთანავე, ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შესაძლებლობების შექმნა დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.

სამიტის ფარგლებში, დღეს, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა პირველი შეხვედრა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.

„ჩვენი მთავარი მიზანია ხელი შევუწყოთ კერძო სექტორის განვითარებას, შევთავაზოთ მათ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები. ამასთანავე, ღირებულია ის გამოცდილება და პრაქტიკა, რომელსაც სტუმრები ადგილობრივი სტარტაპების წარმომადგენლებს და ინდუსტრიის დაინტერესებულ მხარეებს გაუზიარებენ. ჩვენ უკვე მეორედ ვატარებთ მსგავს ღონისძიებას. მიმდინარე წლის ივნისში, თბილისს ბალტიის ქვეყნების „ანგელოზი ინვესტორები“ სტუმრობდნენ და ღონისძიების ფარგლებში ქართულმა სტარტაპმა - თოტალ თრაფფიც Mანაგემენტ (თთM) შეძლო ინვესტიციის მოზიდვა ლატვიაში დაფუძნებული Bალტიც თეცჰ Vენტურეს-ისაგან. ის ღონისძიებაზე ერთ-ერთ საუკეთესო საინვესტიციო სტარტაპად აღიარეს.

დაინტერესება რომელიც აღნიშნულ ღონისძიებაზე სტარტაპებმა გამოხატეს, არის მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ ადგილობრივი ეკონომიკური სისტემის მსგავსი ღონისძიებებით მხარდაჭერა საჭიროა.  თბილისი წარმოადგენს აუთვისებელ ბიზნეს ლოკაციას, რომელიც ტექნოლოგიური მიმართულების ინვესტორებს ახალგაზრდა, კონკურენტუნარიან და ნიჭიერ პროფესიონალებს სთავაზობს“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

„ვიზიტი მოიცავს პანელურ დისკუსიებს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ვორქშოფებს ეკონომიკური სისტემის განვითარების ხელშესაწყობად და ქართული კომპანიების მიერ მოკლე პრეზენტაციების (პიტცჰ დაყს) წარდგენას ინვესტორებისათვის.

პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს დამატებითი დაფინანსების მოძიების მიზნით, ქართული კომპანიების საინვესტიციო პროექტების წარდგენა ინვესტორებისათვის, რომელშიც წინასწარ დარეგისტრირებული ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპები მონაწილეობენ.

პროექტი თბილისის მერიისა და ქართული "ანგელოზ ინვესტორთა" ქსელი Aხელ-ის ორგანიზებით ხორციელდება. ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ბანკი და Gრანტ თჰორნტონ Gეორგია.“-ნათქვამია განცხაადებაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს
EBA - კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics